user

შენEat

Food and Beverage Services
img No Team Available

Overview

შენeat დაფუძნებულია ხუნდიკას (ირაკლი ხუნდაძე), აზოტას (გიორგი ასათიანი) და ნაროს (მიხეილ ნარიაშვილი) მიერ. ერთმანეთთან რაგბმა დაგვაკავშირა. ჩვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი ეფუძნება სიყვარულს და ამ სიყვარულით გარშემო მყოფებზე ზრუნვას. როგორ დაიბადა იდეა ბოლო ორი წლის მანძილზე მუსირებდა. საწყის ეტაპზე განისაზღვრებოდა მომხარებლისთვის სეზონური და სადღესასწაულო კერძების ინგრედიენტების მიწოდებით. ჩვენ მომხმარებლის კუთხით დავსვით შეკითხვები: ხვალ რა კერძი მოვამზადო? როგორ მოვამზადო? სად ვიყიდო მაღალი ხარისხის და კერძთან შესაბამისი პროდუქტი? ნარჩენ ინგრედიენტებს რა გავუკეთო? დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, როგორ შევამცირო კერძის მომზადებისთვის განკუთვნილი დრო კერძის ხარისხის შემცირების გარეშე? როგორ მივიღო კერძის კეთების პროცესისგან სიამოვნება? გავშალეთ და გავაანალიზეთ ყველა ეს შეიკთხვა და მივედით აზრამდე, რომ ეს მხოლოდ სეზონური და სადღესასწაულო კერძები არ უნდა ყოფილიყო. 2020 წელს, კარანტინის პერიოდში იდეისთვის ხორცის შესხმა გადავწყვიტეთ, რათა ნათლად გამოჩდა ჩვენს მიერ შესათავაზებელი მომსახურების აქტუალობა. დაიბადა პლატფორმა შენeat. ჩვენი ხედვა და მიზანი წავახალისოთ ოჯახის მზარეულბი და შეუქმნათ მათ მაქსიმალურად კომპფორტული გარემო, რათა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლონ: გემრიელი, განსხვავებული, ხარისხიანი, ჯანმრთელი კვირის დაგეგმვა და განხორციელება. მომხმარებელთან უშუალო და აქტიური კომუნიკაციით განვავითაროთ და დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი. მოამზადე შენeat.