user

telex.ge

Book and Periodical Publishing

View the employees at

telex.ge

Overview

„ტელექსი“ შეიქმნა საოცარი სიფრთხილითა და პატივისცემით ლიტერატურისადმი და უდიდესი სიყვარულით ამ ლიტერატურის ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის. ეს არის უსასრულო სამყარო, რომელიც ჩვენი აზრით აერთიანებს ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია - „სამყარო, რომელიც გვაერთიანებს“. თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, უნიკალურია ჩვენს მიერ შექმნილი ისტორიები და ჩვენ გვწამს რომ ყველა ადამიანშია ღირებული, საინტერესო და დასაფასებელი. ასევე შესაძლებელია რომ ყველა ადამიანში ვიპოვოთ ის, რომელიც გვათქმევინებს რომ გვიყვარს და ვაფასებთ მას. არ გიფიქრიათ რომ წიგნებიც ასეა? ჩვენ ვფიქრობთ რომ წიგნი ძალიან ჰგავს ადამიანს და მთავარია რისი დანახვა გვსურს მასში, ყველა ადამიანისგან ისევე როგორც ყველა წიგნისგან შესაძლებელია რომ ისწავლო ღირებული. ჩვენ გვწამს რომ არ არსებობს ცუდი წიგნი, ისევე როგორც სერვანტესს სწამდა რომ არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნება რაიმე ჭკუის სასწავლი. ამიტომ ჩვენთან ყველა წიგნი, თანამშრომელი და მომხმარებელი ჩვენთვის საყვარელი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებულია.