user

ProCredit Bank Georgia / პროკრედიტ ბანკი საქართველო

Banking

Overview

პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს. ჩვენი საქმიანობისას ვიცავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს: უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობას, არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე, ვცდილობთ ჩვენი ბიზნეს საქმიანობით შევამციროთ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება და უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც ჯანსაღ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება და თითოეული კლიენტის მდგომარეობაზეა მორგებული. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, რადგან გვჯერა, სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კერძო პირებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი ანაბრებისა და სხვა მომსახურების შეთავაზებით და ფინანსურ განათლებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ დაზოგვისა და პასუხისმგებლობის კულტურას. ----------------------------------------- ProCredit Bank is a development-oriented commercial bank. We offer excellent customer service to small and medium enterprises and to private individuals who would like to save. In our operations, we adhere to a number of core principles: we value transparency in our communication with customers, we do not promote consumer lending, we strive to minimize our ecological footprint, and we provide services which are based both on an understanding of each client’s situation and on sound financial analysis. In our operations with business clients, we focus on small and medium-sized enterprises, as we are convinced that these businesses create jobs and make a vital contribution to the economies in which they operate. By offering simple and accessible deposit facilities and other banking services and by investing substantial resources in financial education, we aim to promote a culture of savings and financial responsibility.