View the employees at

JSC Nikora Trade

Overview

სს „ნიკორა ტრეიდი“ ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge