user

Mega Development

Construction

View the employees at

Mega Development

Overview

"მეგა დეველოპმენტი" სამშენებლო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე მშენებლობის ტემპისა და ხარისხის გათვალიწინებით, მომხმარებლის მხრიდან ნდობის მაღალ ნიშნულზეა. კომპანია ინვესტიციასა და მშენებლობას ახორციელებს საქართველოს მაშტაბით, რომელიც მაღალი სტანდარტებითა და დახვეწილი დიზაინით დომინირებს ქართულ ბაზარზე, რაც პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ინტერესებთან. სახელმძღვანელო პრინციპიდან გამომდინარე ფასი არ არის ხარისხის განმსაზღვრელი, იგი მისაღებ ფასად, მცირე დროში მომხმარებელს სთავაზობს მაღალ ხარისხს, სწორედ ამიტომ, "მეგა დეველოპმენტმა" შეძლო მოკლე დროში სამშენებლო ბიზნესის სფეროში მოეპოვებინა ერთ-ერთი სანდო და ცნობადი კომპანიის სახელი. "მეგა დეველოპმენტი" "მეგა პროექტ-ჯგუფის" სახით მომხმარებელს სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო მომსახურებასაც. "მეგა პროექტ-ჯგუფი" ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის საჭირო სერვისების სრულ სპექტს წარმოადგენს და ყველა იმ ეტაპის გავლას გულისხმობს, რომელიც ობიექტის აშენებამდე თუ აშენების შემდგომ მოითხოვს. "მეგა დეველოპმენტის" წარმატების მთავარი ფაქტორი ჩვენი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალებით. რომელშიც მოიაზრებიან: სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული, ფინანსების, იურიდიული, მარკეტინგისა და მენეჯმენტის განყოფილებები. თანამშრობლები სისტემატურად გადიან სწავლების ახალ კურსებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს სწორი სტანდარტების, თანამედროვე და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.