user

hiro - დასაქმება საქართველოში

Human Resources Services
  • image
    Lolita Tevzadze Sales Manager at hiro - დასაქმება საქართველოში
    • Tbilisi, Georgia
    • Rising Star
    View Details

Overview

hiro/ჰირო ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მარტივად და ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან: დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელს; საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელსა და მაძიებელს; დამკვეთსა და შემსრულებელს. hiro უნიკალურია თავისი ფუნქციონალით, შესაძლებლობებითა და მასშტაბურობით. ჩვენი მიზანია მოვიცვათ არა მხოლოდ დედაქალაქი, ასევე რეგიონები და ტურისტული ლოკაციები. პორტალი აერთიანებს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: · კორპორაციების ვაკანსიები · სტაჟირების პროგრამები · ფრილანსერები · ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები · ტენდერები · სამუშაო მოხალისეობრივ საწყისებზე Hiro/ჰირო- მთელ საქართველოში პორტალის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო შეგვექმნა სივრცე, რომელიც თანაბრად იქნებოდა განკუთვნილი როგორც დედაქალაქისთვის, ჩვენი მიზანია მივწვდეთ ყველა ლოკაციას საქართველოში. ინფორმაციის გვარცელებისთვის გამოყენებული იქნება როგორც დისტანციური არხები, ისე უშუალო კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან, რაც ზრდის დაფარვის ზონას და ამავდროულად თქვენ მიერ განთავსებული განცხადებების ეფექტიანობის ალბათობას. hiro-ზე განცხადების განთავსებით თქვენ არ ყიდულობთ მხოლოდ სივრცეს პორტალზე www.hiro.ge, თქვენი განცხადებები ასევე გაზიარებული იქნება ჰიროს ოფიციალურ გვერდებზე სოც ქსელებში და ასევე ღია ჯგუფში FB-ზე. hiro წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს შვილობილ კომპანიას, რაც თავის მხრივ hiro-ს მომხმარებლებისთვის შესაძლებლობას აჩენს ისარგებლონ კომპლექსური მომსახურებით. კომპლექსური მომსახურების უპირატესობაა დაზოგილი დრო და ფინანსები, არა მხოლოდ კადრების მოძიების, არამედ მათი გადამზადებისა და შენარჩუნების მხრივ. (დეტალური ინფორმაცია ლოიალტეს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე - www.loialte.com.ge). Hiro - თქვენი წარმატებისთვის!