user

DENS • დენსი

Hospitals and Health Care

View the employees at

DENS • დენსი

Overview

“დენსი”-ს სათაო ოფისი დაარსდა 1998 წლის 23 ნოემბერს. დღეს საქართველოში წარმოდგენილია ხუთი ფილიალით და ითვლის 200-მდე თანამშრომელს. ჩვენი მიზანია საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის. სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ “დენსი”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია გიორგი ქოჩიაშვილი – მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის ( ADA) წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI) წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი. კლინიკას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება იმპლანტაციაში. ასევე დაინერგა, სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგია. რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერების და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვა. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და იდეალური სიზუსტით. პაციენტებისათვის კი ეს ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს მათ პირად დროს. კლინიკა “დენსს” აქვს პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია “საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის” პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი. ასოციაცია არის “ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის” წევრი და შესაბამისად კლინიკაში მკურნალობის ყველა სტანდარტი შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინს და ტარდება თანამედროვე აპარატურით.