img No Team Available

Overview

კომპანია ბათრემონტი არის ახლად შექმნილი კომპანია რომელიც 2018 წელს სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებმა დააფუძვნეს. კომპანიის მიზანია სამშენებლო სექტორში თანამედროვე ევროპული მიღწევებით უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის: • სასტუმრო, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, სამრეწველო დანიშნულების ობიექტების და კერძო რეზიდენციების მშენებლობას; • სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს; • დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას; • სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებას, მათ შორის: მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის, ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების ჩათვლით.