user

Balance • ბალანსი

Software Development

Overview

ბალანსი არის ახალი თაობის მინი ERP სისტემა თანამედროვე ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის. ბალანსი BDO-ს საავტორო პროდუქტია და 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზეა დაწერილი, რაც საშუალებას გვაძლევს პროგრამა მაღალტექნოლოგიური და კომფორტული გავხადოთ. • ვებ ინტერფეისი: თქვენს ბაზასთან წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან ყოველგვარი მეხსიერების ბარათის გარეშე • ქლაუდ ტექნოლოგია: პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SAAS), ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ სარგებლობთ პროგრამით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გსურთ. • მობილური აპლიკაცია: ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ • e-commerce-თან ინტეგრაციის შესაძლებლობა: ვებსაიტზე დაფიქსირებული გაყიდვები პირდაპირ აისახება ბალანსში • მარტივი სტარტი: შეგიძლიათ პროგრამა კიდევ უფრო მოარგოთ თქვენს საჭიროებებს - გამორთოთ არასაჭირო ფუნქციონალი და გაიმარტივოთ მუშაობა. სწრაფი სტარტისთვის კი საცნობარო ინფორმაცია შეგიძლიათ ექსელიდან შეტვირთოთ. • ბალანსი ადვილად ასათვისებელია: პროგრამაში მუშაობის დაწყებაში ინტუიტიური ფუნქციონალი და უფასო რესურსები დაგეხმარებათ. ვიდეოლექციები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს youtube არხზე: https://goo.gl/dkFJXW • და რა უნდა ქნათ როცა დახმარება დაგჭირდებათ? კონსულტანტისგან მხარდაჭერა მიიღოთ ონლაინ, მომენტალურად, ბალანსში ჩაშენებული ჩეთის საშუალებით. • ბალანსში სრულად არის გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები: მოგების გადასახადის ახალი მოდელი და ავანსის დღგ. დემო ვერსიისთვის ეწვიეთ: www.balance.ge